Rus. Геоморфологическая триадаE. Gtomorphological triad დედამიწის ზედაპირის სამი ძირითადი ელემენტის1.(წყალგამყოფების, წყალქვეშა მაღლობთა მწვერვალების,2.ხეობათა, ტბებისა და ზღვების,გაუდინარ ქვაბულთა ფსკერების, 3.მათი შემაერთებელი ფერდობების) შეხამება.გეომორფოლოგიური ტრიადა მონაწილეობს რელიეფის ყველანაირ განზომილებაში -მატერიკული შვერილებიდან და ოკეანეთა ღრმულებიდან დაწყებული, მეზო- და მიკრო რელიეფამდე. დასწყისშივე წარმოიქმნებიან ნებისმიერი ზომის მორფოსტრუქტურის (ტექტონიკური სტრუქტურა, გამოვლენილი დედამიწის ზედაპირზე)ჩამოყალიბებისას, ხოლო შემდგომ ვითარდებიან ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.