გა გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო

გეომორფოქრონომოცულობა

Rus. Геоморфохронообъем
E. Geomorphochronovolume
რელიეფის ფორმათა მოცულობების დაყოფა ქრონოლოგიურად განსხვავებულ ნაწილებად. მაგ.,მთის პირობებში ტექტონიკურად აზევებული ამგები ქანების თითოეულ ტექტოფაზას შეესაბამება თავისი მორფოქრონოტექტომოცულობები. თუ ამ მთას დაედო ვულკანური წარმონაქმნები,იგი მორფოქრონოვულკანმოცულობა იქნება, ხოლო აზევების პროცესში მისი ციკლური გადარეცხვით შექმნილი უარყოფითი ფორმები -მორფოქრონოდენუდაციური მოცულობები (კარსტული,მყინვარული,ეროზიული და ა. შ.).მორფოქრონომოცულობების გამოყოფა ფორმათა მოცულობიდან წარმოდგენას იძლევა ფორმის განვითარების ისტორიაზე, ხოლო მისი კარტირება -სრული ინფორმაციას ამა თუ იმ ფორმის განვითარებაზე.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9