Rus. Геосинклинальный ЭтапE. Geosynclinal stage დედამიწის ქერქის ინტენსიური დაძირვის პროცესების (გეოსინკლინური რეჟიმის) გაბატონების დრო. გეოსინკლინური ეტაპის განმავლობაში გროვდება გეოსინკლინური ფორმაციის მძლავრი წყება, გამსჭვალული სხვადასხვა შემადგენლობის ინტრუზიული სხეულებით. გეოსინკლინური ეტაპი მთავრდება დანაოჭებით, რის შემდგაც გეოსინკლუნური სისტემა შედის განვითარების ოროგენულ ეტაპში.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.