Rus. Геосинклинальные области современныеE. Modern geosynclinal area დედამიწის ქერქის თანამედროვე მოძრავი უბნები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კონტინენტთა აქტიურ კიდეებთან (ოკეანური ღრმულების საზღვარზე). მათ შემადგენლობაში შედის ღრმაწყლოვანი ოკეანური ღარები, კუნძულთა რკალები,განაპირა ზღვების ქვაბულები.ადრეულ გეოსინკლინებთან მათ აახლოვებთ სტრუქტურების ხაზობრივი ხასიათი, ნალექთა სიმძლავრისა და შედგენილობის მკვეთრი ცვლა, აქტიური მაგმატიზმი და სეისმურობა;არე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მთათა წარმოქმნა.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.