აა აბ აგ ად აე ავ აზ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ ახ
ალე ალთ ალო ალპ ალტ ალუ

ალპური (ალპინოტიპური)დანაოჭება

Rus. Альпийская (Альпинотипная)складчатость
E. Alpine folding
დედამიწის ქერქის დანაოჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციკლი.გამოვლინდა მეზოზოურ და კაინოზოურ ეპოქებში.შედეგად წარმოიქმნა ვრცელი აზევებები, ახალგაზრდა მთათა სისტემები.ალპური დანაოჭების ზონებში დედამიწის ქერქი ბევრგან დღესაც ინტენსიურად მოძრაობს და ძლიერი სეისმურობით ხასიათდება. მასთანაა დაკავშირებული თითქმის ყველა მოქმედი ვულკანი. ამჟამად ყველაზე ძლიერი მოძრაობით ხასიათდება წყნარი ოკეანის დასავლური პერიფერია, რის გამოც მას თანამედროვე გეოსინკლინად მიიჩნევენ.
Source: წყარო: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9