აა აბ აგ ად აე ავ აზ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ ახ
ალე ალთ ალო ალპ ალტ ალუ

ალპური გეოსინკლინური (ნაოჭა) სარტყელი

Rus. Альпийский геосинклинальный (складчатый) пояс
E. Alpine geosyncline area
ვიწრო გაგებით მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქედებს; ფართო გაგებით აგრეთვე წყნარი ოკეანის ირგვლივ მდებარე სარტყელს. მის განვითარებაში არჩევენ ორ ეტაპს: გეოსინკლინურსა და ოროგენულს. გეოსინკლინური ეტაპი ტრიასულიდან პალეოგენის ბოლომდე გაგრძელდა. გეოსინკლინებში გროვდებოდა დიდი სიმძლავრის ნალექი და ვულკანოგენური წარმონაქმნები, რომლებიც დროდადრო განიცდიდნენ დანაოჭებას, ოროგენულ ეტაპზე, პალეოგენის ბოლოდან დღემდე, გეოსინკლინური რეჟიმი შეწყდა და გაბატონდა დანაოჭება აზევებებით, რამაც შექმნა უდიდესი ნაოჭა ქედები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9