და დე დი დო დრ
დეგ დედ დეზ დეი დელ დენ დეპ დერ დეს დეტ დეფ

დედამიწა

Rus. Земля
E. Earth

მზიდან დაშორების მიხედვით, მესამე პლანეტა მზის სისტემაში. მოძრაობს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე 29,765 კმ.წმ. სიჩქარით.მზესთან ერთად გადაადგილდება გალაქტიკის ცენტრის გარშემო. წარმოიქმნა დაახლ. 4,5 მლრდ. წლის წინათ კოსმოსში გაფანტული აირ-მტვერული ნივთიერებების გუნდების ურთიერთმიზიდვისა და შემჭიდროების შედეგად. გააჩნია კონცენტრული აღნაგობა:დედამიწის ბირთვს გარს აკრავს მანტია, ხოლო, ხოლო შემდეგ -ქერქი.. დედამიწის ეკვატორული რადიუსი 6378,160 კმ შეადგენს, პოლარული -6356,777კმ;საშუალო რადიუსი -6371,032კმ.ეკვატორის წრეწირის სიგრძე-40075,696 კმ; მასა-597610კგ; საშუალო სიმკვრივე- 5518კმ.დედამიწის წიღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად მატულობს; კონტინენტური ქერქის ქვეშ 600-700c უდრის, მანტიაში-1 500-1800C,ბირთვში- 4 000-5 000C.დედამიწის ქერქის უმეტესი ნაწილი უკავია მსოფლიო ოკეანეს ((361,1 მლნ კმ, ანუ 70,8%),ხმელეთი (149,1კმ ანუ29,2%) დანაწილებულია 6 კონტინენტად:ევრაზია, აფრიკა, ჩრდ. ამაერიკა,სამხ. ამერიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია, აგრეთვე მრავალ კუნძულად. დაყოფილია 6 ქვეყნის ნაწილებად:ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია ოკეანეთი.ხმელეთის საშუალო სიმაღლე 875 მ შეადგენს, ოკეანის საშუალო სიღრმე- დაახლ. 3800მ შეადგენს. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია ჯომოლუნგმა-8848მ.; ოკეანის ფსკერის უღრმესი წერტილი -მარიანის ღრმული- 1 1022მ.დედამიწას განსაკუთრებულ თავისებურებას ანიჭებს გეოგრაფიული გარსი (გეოგრაფიული ზონალობით და ვერტიკალური სარტყლებით). აქ წარმოიშვა სიცოცხლე, რომელმაც დასაბამი მისცა ბიოსფეროს.

Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9