Rus. Вертикальное движение Земной корыE. Vertical movtmtyt Eart, scrust დედამიწის ქერქის აზევება და დაძვრა შინაგანი ძალების მოქმედებით (ზოგჯერ გარეგანი პროცესების ზემოქმედებითაც, რომლს დროსაც იცვლება ლითოსფეროს დატვირთვა და ირღვევა მისი იზოსტატიკური წონასწორობა).ანთროპოგენში მისი ამპლიტუდა 2-3 კმ-დან 3-4 კმ-ს აღწევს. ამ მოძრაობის დროს იცვლება რელიეფის ხასიათი, წყალსატევთა მოხაზულობა, იცვლება ჰავა. დედამიწის ქერქის ასაკი და ამპლიტუდა დგინდება კორელაციური ნაფენების, მოსწორებული ზედაპირების, მდინარეული და ზღვიური ტერასების, რელიქტური ხეობების, მღვიმეთა სართულიანობისა და სხვ.მეშვეობით.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.