მდინარის შესართავთან წარმოქმნილი აკუმულაციური ვაკე, აგებული მყარი (ქვიშა, შლამი) მასალისაგან.მდინარის კალაპოტი დელტის ფარგლებში მრავალ ტოტად იქსელება. განარჩევენ სამკუთხა (მდ. ნილოსი), ქალამნისებრ (მისისიპი, მტკვარი), რკალისებრ (მდ. ლენა),ნისკარტისებრ (მდ. ტიბრი),ბლოკირებულ (მდ. კამჩატკა), შევსებულ (მდ. ყუბანი),გამოშვერილ(მდ.ვოლგა, ურალი)და სხვა ტიპის დელტებს.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.