Rus. ДенудацияE. Denudation სხვადასხვა ფაქტორებით (ტემპერატურის ცვალებადობა, ღვარების მოქმედება და ა. შ.)ქანების დაშლისა დაგადაადგილების პროცესი. დენუდაციის ტემპსა და ხასიათზე დიდ ზემოქმედებას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა. დენუდაციის მდგომარეობასა და დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დამოკიდებულია რელიეფის განვითარების მიმართულება. დენუდაციის სიჭარბე რელიეფის თანდათანობით დადაბლებასა და საერთო ნიველირებას იწვევს. ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად მთიანი მხარეები შეიძლება გახდნენ ტალღოვან ვაკეებად.ტერმინი "დენუდაცია" ზოგჯერ ვიწრო გაგებითაც იხმარება - გამოფიტვის ქერქის სიბრტყითი გადარეცხვის აღსანიშნავად.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.