Rus. АллювийE. Alluvium,alluvion წყლის ნაკადით შექმნილი ნაფენები, რომლითაც აგებულია კალაპოტი და მდინარეული ტერასები. განასხვავებენ მთისა და ბარის მდინარეთა ალუვიონს; დალექვის პირობების მიხედვით- კალაპოტურ, რიყის, ნამდინარევ და სხვ. გრანულომეტრიული შედგენილობა ცვალებადობს კაჭარიდან თიხებამდე.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც