და დე დი დო დრ
დეგ დედ დეზ დეი დელ დენ დეპ დერ დეს დეტ დეფ

დენუდაციური ზედაპირი

Rus. Денудационная поверхность
E. Denudation surface, surface of ersion
სუბჰორიზონტული დენუდირებული ზედაპირი გამომუშავებული სხვადასხვა ასაკის დისლოცირებულ ქანებში. წარმოიქმნება ეგზოგენური პროცესების ზემოქმედებით დედამიწის ზედაპირის ხანგრძლივი ტექტონიკური შესვენებისა და დენუდაციის ბაზისის სტაბილიზაციის პერიოდში.სხვადასხვა ჰავის პირობებში დენუდაციური ზედაპირების ჩამოყალიბება ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებულია, რითაც აიხსნება მათი სახელწოდებების სიმრავლე:პენეპლენი, პედიპლენი (შთენილი ზედაპირი),პანპლენი,ერვიპლენი და სხვ.მთიან ქვეყნებში, სადაც მრავალჯერ ხდება დენუდაციის ბაზის ცვალებადობა, წარმოიქმნება სხვადასხვა ასაკის დენუდაციური ზედაპირები ან ერთი და იგივე ზედაპირი დეფორმაციას განიცდის და მისი ნაწილები აიზიდებიან სხვადასხვა სიმაღლეზე. დენუდაციური ზედაპირების შესწავლას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9