Rus. Епигеосинклинальные горыE. Epigeosynclinal mountains ალპური გეოსინკლინის ადგილზე უახლესი ტექტონიკური მოძრაობებით წარმოქმნილი მთები. აგებულია შედარებით სუსტად შეკავშირებული ქანებით. ოროგრაფიული ელემენტები ხშირად ემთხვევა მსხვილი რანგის ნაოჭა სტრუქტურებს. დამახასიათებელია ვულკანიზმი. თანამედროვე ეპოქაში მათ მიეკუთვნება ალპურ-გეოსინკლინურ ოლქებში (მაგ., ალპები, კარპატები, კავკასია, კოპეტდაღი)ჩამოყალიბებული მთები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.