ყველაზე გავრცელებული და შედეგიანი ეგზოგენური გეომორფოლოგიური პროცესი, რომელიც დედამიწის მთავარ მორფოსკულპტურებს ქმნის. ქანებისა და ნიადაგის დაშლა და ჩამორეცხვა წვიმისა და გამდნარი თოვლის წყლით (წყლისმიერი ეროზია) ან ქარის მიერ ამ მასალის წახვეტა (ქარისმიერი ეროზია), მიმდინარეობს ყველა გეოლოგიური პერიოდის განმავლობაში.ეროზიის შედეგად დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ხაზობრივად გაჭიმული რელიეფის უარყოფითი ფორმები - ხეობები, ხრამები, ღარები და სხვ.ეროზიის ძალა განისაზრვრება ფორმულით-mv2, m-წყლის ნაკადის მასაა დროის ერთეულში,v- წყლის დინების სიჩქარე.
See also: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.