Rus. Эрозионный циклE. Erosion cycle უ. დევისის მიხედვით მთიანი რელიეფის ევოლუციის ციკლი,რომელიც იწყება აღმავალი ტექტონიკური მოძრაობებით და მთავრდება სტრუქტურული რელიეფის დადაბლებით ეროზიის ბაზისის საზღვრულ დონემდე. გამოყოფენ განვითარების 5 ციკლს: 1.ადრეული სტადია; 2.ახალგაზრდული სტადია; 3.სიმწიფის სტადია; 4.ხანდაზმულობის სტადია და 5.სიბერის სტადია. აღნიშნულ ციკლებს თან სდევთ რელიეფის განვითარების ტექტონკური, მორფოსტრუქტურული, ეროზიული, დენუდაციური და აკუმულაციური თანმიმდევრული ფაზები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.