ხმელეთზე, ოკეანეებისა და ზრვის ფსკერზე შექმნილი ჰორიზონტალური ან მცირე დახრილობის მქონე ზედაპირი. ხმელეთზე განარჩევენ ზღვის დონეზე დაბლა მყოფ (მაგ., კასპიისპირა), დაბალ (0-დან 200 მ-მდე), შემაღლებულ (200-მდე 500-მდე) და მაღალ (500 მ მაღლა) ვაკეებს. მორფოლოგიურად იყოფა ბორცვიან, ტალღობრივ, სერებიან, ბრტყელ ვაკეებად. ვაკეთა უმრავლესობა ყალიბდება ბაქნებზე (ბაქნური ვაკეები).ოროგენულ ოლქებში ვაკეები დაკავშირებულია მთათაშორის და მთისწინეთის ქვაბულებთან. წყალქვეშა ვაკეები (აბისალური ვაკეები) ფართოდაა წარმოდგენილი ოკეანეთა ფსკერზე, შელფზე და განაპირა ზღვების ქვაბულებში.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.