Rus. Равнина предгорнаяE. Piedmont plain, mountain pedimont წინა მთების ალუვიური ვაკე, შექმნილი გამოზიდვის კონუსთა გაერთიანებით. ვაკე გარშემორტყმულია ბორცვებისა და სერების ჟაჭვით. მდინარის კალაპოტი სუსტადაა ჩაჭრილი ალუვიურ მარაოში. დიდი რაოდენობის მყარი მასალის დაგროვების შემთხვევაში მდინარე იცვლის კალაპოტს, რის შედეგად კონუსი სიმეტრიული ხდება.კონუსთა შეერთებით ყალიბდება ალუვიური ვაკე ან ბახადა (არიდულ რაიონებში).
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.