(ცეცხლის ღმერთი- ძველი რომაელების გაგებით) ამომყვანი ხვრელი მრგვალი, ან ნაპრალის სახის, რომლის მეშვეობითაც დრო და დრო დედამიწის ზედაპირზე სიღრმიდან ამოდის ლავა, გავარვარებული აირები და პიროკლასტური მასალა. უმეტეს შემთხვევაში,ვულკანის ხსენებისას, გულისხმობენ კონუსისმაგვარ მთას, რომელსაც აგვირგვინებს კრატერი.. არჩევენ მიძინებულ (ჩამქრალ) და მოქმედ ვულკანებს. ვულკანური წარმონაქმნების (აირადი, თხევადი და მყარი) რაოდენობრივი თანაფარდობისა და ლავის სიბლანტის მიხედვით გამოყოფენ: ეფუზიურ ანუ ჰავის ტიპის, ექსპლოზიურ ანუ ვულკანის ტიპის, შერეულ, ანუ სტრომბოლის ტიპის და ექსტრუზიულ ანუ გუმბათისებრ ვულკანებს. ვულკანები განლაგებულია სიღრმული რღვევების და ტექტონიკური ნაპრალების გასწვრივ.საქართველოში ახალგაზრდა ვულკანიზმის რეგიონებია ყელის და ჯავახეთის ზეგნები, ყაზბეგის რაიონი, სადაც მრავლადაა შემორჩენილი როგორც ცენტრალური ტიპის პოლიგენური და მონოგენური ვულკანური ნაგებობები, ასევე ექსტრუზიული გუმბათები, ლავური ნაკადები და ზეწრები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.