Rus. ЗандрыE. Sandr,frontal apron,outwash plain,driftless area მორენების გადარეცხვისა და გადალექვის პროდუქტებით დაფარული ვაკე ზედაპირები. ძირითადად წარმოდგენილია ქვიშებით. ფართოდაა გავრცელებული პლეისტოცენური ფართობული გამყინვარების არეებში.წარმოიქმნება ყინულქვეშა ნაკადების მიერ წარმოქმნილ კონუსთა შერწყმით. მცენარეულობით დაუსახლებელი ქვიშები ხშირად ხმელეთის დიუნებად გადაიქცევა, მაგ., პრიპიატის, მეშჩერის პოლესიე.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.