წყალსატევების ფსკერული ნაფენები. ტერმინი გამოიყენება როგორც ვიწრო (მხოლოდ ზღვიური ნაფენები), ისე ფართო (მსოფლიო ოკეანური ნაფენები) გაგებით. წარმოშობის მიხედვით იყოფა:ტერიგენულ, ბიოგენურ, ვულკანოგენურ, ქემოგენურ და პოლიგენეტურ ნაფენებად. სიღრმულ წარმონაქმნთა მიხედვით -ლიტორალურ, ნერიტულ, ბათიალურ, აბისალურ ნაფენებად.ზღვიური ნაფენები დიაგენეზური პროცესების შედეგად გადაიქცევიან ქანებად.მათ მიეკუთვნებათ კირქვის უმეტესობა, დოლომიტები, მერგელები,მნიშვნელოვანი ნაწილი თიხებისა და არგილიტების, ქვიშაქვების, კონგლომერატების, ფოსფორიტების, რკინისა და მანგანუმის საბადოების.