მინერალი, გოგირდმჟავა კალციუმის მარილი. გვხვდება ცალკეული კრისტალების, ხშირად მარცვლოვანი მასის სახითაც.წარმოიშობა ბუნებრივი ხსნარის დალექვის შედეგად. ქიმიური ელემენტები გამოირჩევა სისუფთავით, სინგენეტურ მინარევებს წარმოადგენს დოლომიტი, მარილიანი მინერალები, ორგანული ნივთიერებები, ქვიშიანი და თიხიანი მინარევები იშვიათია. წყალში მცირედ იხსნება, ქანიდან გაიტანება გამოტუტვით, რის გამოც ქმნის სიცარიელეს.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0