უძველეს ზღვათა სისტემა, რომელიც არსებობდა მეზოზოურისა და კაინოზოურის დასაწყისშიხ მელთაშუა ზღვის გეოსინკლინური აუზის ფარგლებში. ნეოგენში თეტისის ადგილზე წარმოიშვა ალპურ-ჰიმალაური ოროგენული სარტყელი (მთათა სისტემა). თეტისის შთენილებად მიიჩნევა ხმელთაშუა,შავი და კასპიის ზღვები, ოსმალეთის უბე და მალაის არქიპელაგის ზღვები.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0