Rus. Термическая пещераE. Thermal cave გეიზერული წყლების მიერ კირქვებში გამომუშავებული სიღრუეები, გოგირდმჟავას შემცველი ცხელი წყლები კირქვებს ხსნიან და იწვევს თაბშირისა და არაგონიტის გამოკრისტალებას მღვიმის კედელზე, რაც შესაბამისად იწვევს მრავალგვარი ფორმის წარმოქმნას (მაგ., ბაჰარდენის მღვიმე კოპეტდაღში, შატორკეპუსტას მღვიმე უნგრეთში).
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0