Rus. Глинистая пустыняE. Clay desert, takyr უდაბნოების ფართოდ გავრცელებული სახე; გავრცელებულია არიდული ზონის ზღვიურ,ტბიურ, მდინარეულ,პროლუვიურ და დელუვიურ თიხნარ ნალექებზე. მარილშემცველ მერგელებსა და თიხებში ყალიბდება მლაშობი ჰალოფიტებით, ნაკლებ მარილიან გრუნტში და ძველ მდინარეთა დელტებში- თაკირები,რომლებიც მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანადაა მოკლებილი.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0