ია იგ იდ იზ ილ ინ ირ ის იფ იხ
იზო

იზოსტაზია

Rus. Изостазия
E. Isostasy, isostasy of the Earths crust

იზოსტაზიური წონასწორობა, დედამიწის ქერქის წონასწორობა, რომლის დროსაც იგი თითქოსდა ცურავს უფრო მყარ და მძიმე სუბსტრატზე. აქედან გამომდინარე, დედამიწის ქერქი რაც უფრო სქელი და მკვრივია, მით უფრო ღრმადაა დაძირული და ამიტომ მთათა ძირზე შექმნილია მანტიისკენ მიმართული შვერილები. დედამიწის ქერქი ტითქმის ყოველთვის იმყოფება იზოსტაზიის მდგომარეობაში, თუმცა ინტენსიური ტექტონიკური მოძრაობების ოლქებში ადგილი აქვს დიდ გადახრებს (მაგ.,ოკეანური ღარების გასწვრივ).იზოსტაზიის გამოვლენაა მეოთხეული გამყინვარების ოლქებში მყინვარისაგან განთავისუფლებული ტერიტორიების აზევება (საშუალოდ 10სმ წ).

Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9