ვიწრო, ღრმა ხეობა ციცაბო და შვეული კედლებით, რომლის ფსკერი მთლიანად დაკვებულია კალაპოტით. კვეთს პლატოს ან მთაგორიან ადგილებს. დამახასიათებელია არიდული ჰავის რაიონებში გავრცელებული კირქვული და ბაზალტური პლატოებისათვის (ბზიფის კანიონი, კოლორადოს კანიონი). კანიონი ჩნდება ინტენსიური სიღრმითი ეროზიის დროს.ჰორიზონტული აგებულების და სხვადასხვა სიმაგრის ქანებში უვითარდება საფეხურიანი კალთები.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0