კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კავ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაშ კაჭ

კარსტი

Rus. Карст
E. Karst

მოვლენების ერთობლიობა, დაკავშირებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მიერ ქანების გახსნის პროცესებთან და სპეციფიკური რელიეფის ფორმების ჩამოყალიბებასთან. კარსტული რელიეფი ძირითადად წარმოდგენილია უარყოფითი (ზედაპირული -სასულე, ძაბრი,ქვაბული, პოლიე, ბუნებრივი ჭა, და სხვა.მიწისქვეშა - მღვიმე, კავერნა, კარ-დარბაზი, დერეფანი, სვირი)და დადებითი (მოგოტე, მოზორი, ხუმი და სხვ.) ფორმებით. კარსტს ახასიათებს ჰიდროგრაფიული ქსელის თავისებური რეჟიმი. კარსტვადი ქანების სიმძლავრის და მიწისქვეშა სიცარიელეთა სიღრმეში მდებარეობის მიხედვით განარჩევენ ღრმა და არაღრმა (თხელ კარსტს. კარსტვადი ქანების ნიადაგით, ფხვიერ ქანებით ან უხსნადი ქანებით გადაფარვის ხარისხის მიხედვით განარჩევენ შიშველ,კორდიან, დაფარულ და დაჯავშნულ კარსტს. კარსტის განვითარების ტიპური რაიონია კარსტის კირქვული პლატო დინარის ალპებში;საქართველოში - დას.საქართველოსკირქვიანი ზოლი.

Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9