მეტნაკლებად არიდულ, თბილ და ნოტიო ჰავის პირობებში განვითარებული კარსტი. ახასიათებს ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების მრავალფეროვნება. იყოფა შიშველ (ევროპული ხმელთაშუა ზღვის ქანები მშრალი ზაფხულით, უმნიშვნელო გამოფიტვის ქერქით, მცენარეულობა თითქმის არ არის, კირქვები გაშიშვლებულია,დენუდაციის მთავარი ფაქტორია კოროზიული და ქიმიური პროცესები)და დაფარული (კირქვები დაფარულია სქელი, უხსნადი ფხვიერი წარმონაქმნებით, თუმცა ზედაპირული კარსტული ფორმები - ძაბრი, ჩანაქცევი, პონორი - განვითარებულია.შუა და აღმ. ევროპის ქვეყნებში ახასიათებს ნალექების თანაბარი განაწილება, დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით).