Rus. КарстосфераE. Karstosphere კარსტულ პროცესთა გავრცელების გეოსფერო. გეგმაში ზოგადად ემთხვევა სტრატისფეროს, მაგრამ დაკავშირებულია მის ცალკეულ ფორმაციასთან და ახასიათებს სართულიანობა. მოიცავს ხმელეთის დიდ და ზღვის ფსკერის მნიშვნელოვან ნაწილს.მისი ფრაგმენტები ერთმანეთისგან გაყოფილია ოკეანური ღრმულების ფსკერით, გრანიტული ფარებითა და სტრატისფეროს უკარსტვადი უბნებით.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0