Rus. Карстовый массивE. Karst massif მორფოლოგიურად და ჰიდროგეოლოგიურად მეტნაკლებად განცალკევებული ტერიტორია, რომელიც იმეორებს მიმდინარე კირქვული მასივის ბუნებრივ პირობებს ან განსხვავდება მისგან. კარსტული ზოლი იყოფა ცალკეულ მასივებად, მაგ., დასავლეთ საქართველოს კარსტულ ზოლს ტრანზიტული მდინარეები ასამდე განცალკევებულ დიდ მასივებად ჰყოფს.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0