Rus. Карстовая пещераE. Karst cave კარსტვად ქანებში (კირქვა, დოლომიტი) შექმნილი სიღრუე, რომელსაც გააჩნია გასასვლელების, დარბაზების რთული სისტემა. ხშირად მათი სიგრძე ათეულ კმ-ს აღწევს. მაგ., ფლინტ-მამაონტის მღვიმის სიგრძე 300 კმ-ს აღწევს (აშშ), ოპტიმისტური (სსრკ 134 კმ-ს.კარსტულ მღვიმეებს განეკუთვნება ვერტიკალურ სიღრუეთა სისტემა, რომელიც სუბჰორიზონტალურ და შვეულ მონაკვეთებს შეიცავს. მათი სიღრმე 1 კმ-ს აჭარბებს. მაგ., პიერ-სენ-მარტენი (1332მ პირინეებში, ჟან-ბერნარი (1298მ) და ბერჟე (1141მ) საფრანგეთის ალპებში, თოვლიანი (1370მ) საქაართველოში და სხვ.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0