Rus. Карстовый циклE. Karst cycle რელიეფის თანდათანობითი ცვლილება, დაწყებული ოკეანის დონიდან ამოსვლის და შემდგომი კარსტული დენუდაციით, დამთავრებული რელიეფის მოსწორებით და კარსტპლენის წარმოქმნით; მიწისზედა და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედებით კარსტულ არეებში შექმნილი რლიეფის თანმიმდევრობით შეცვლის ერთობლიობა შედარებით მშვიდ ტექტონიკურ პერიოდში. იწყება კარრების (შიშველ კარსტში),ლამბაქების, ძაბრების და პანორამების შექმნით და მთავრდება კარსტული ქვაბულების და პოლიების ჩამოყალიბებით, რაც იწვევს არაკარსტვად ქანებამდე დასვლას და ეროზიულ პროცესში გადასვლას. ციკლში გამოიყოფა სინორჩის, სიმწიფის,სიბერის სტადიები.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0