Rus. Аридный ркльефE. Arid Landforms რელიეფის ფორმათა ერთობლიობა,რომელიც იქმნება უდაბნოებში, ნახევრადუდაბნოებში,მშრალ სტეპებში გამოფიტვით,ეოლური პროცესებით, სიბრტყითი გადარეცხვით, დროებითი ნაკადების ეროზიული მოქმედებით და სხვ.მაღლობების,პლატოების, ბორცვებისა და მთებისათვის დამახასიათებელია არიდული დენუდაციის, ეროზიის და აკუმულაციის ფორმები (მთისწინა, პროლუვიური ვაკეები,პედიმენტები, ბედლენდები და სხვა).ვაკეებისათვის-ქვიშიანი უდაბნოებისათვის დამახასიათებელი ბარხანები, ქვიშის ზვინულები და მათ შორის მოქცეული მლაშობიანი ქვაბულები,თაკირული ვაკეები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.