Rus. Аридный циклE. Arid cycle რელიეფის ფორმების კანონზომიერი, თანმიმდევრული ცვლა არიდული ჰავის პირობებში. ციკლის ადრეულ სტადიებში ყალიბდებიან ძირითადი ხეობები, მათი შენაკადები;მიმდინარეობს მაღლობის ინტენსიური დანაწევრება, დენუდაციის პროდუქტები ჩადის ხეობისა და ქვაბულების ფსკერზე, მდინარეები ესწრაფვიან წონასწორობის პროფილის გამომუშავებას და ა.შ. იგივე ხდება სიბრტყითი და ხაზობრივი დენუდაციის შედეგად.წყლის ეროზიის, აგრეთვე დეფლაციის შედეგად მთათაწინეთში იქმნება რთული, ძირეული ქანებით აგებული ვაკე- პედიმენტი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.