ჟანგეულთა კლასის მეტად გავრცელებული მინერალი,წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და დანალექი გზით. საქართველოში კვარცის ქვიშა მოიპოვება სურამის, ჭიათურის, ხარაგოულის მიდამოებში; კვარციტები- ბოლნისის რაიონში; ქალცედონი და აგატი -ახალციხისა და კასპის რაიონებში, მთის ბროლი - ხდის ხეობაში და შოდა-კედელას ქედზე.
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0