Rus. Аридный климатE. Dru climate, arid climate გეომორფოლოგიური კლასიფიკაციით - არასაკმარისი ატმოსფერული ტენიანობისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის მქონე ოლქების ჰავა,ტემპერატურის დიდი დღეღამური რყევით,შესაძლებელი აორთქლების სიდიდე დიდად აღემატება ნალექების წლიურ ჯამს. არიდული ჰავის პირობებში აქტიურად მმიმდინარეობს ფიზიკური გამოფიტვა, ფართოდაა გავრცელებული რელიეფის ეოლური ფორმები, მცენარეთა ვეგეტაცია გაძნელებულია, გაბატონებულია უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების ლანდშაფტი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.