Rus. Краевые горыE. Marginal ridges მთიანი ქვეყნების კიდის მიმდებარე ვაკეების გასწრივ განლაგებული ქედები და მთაგრეხილები. განირჩევიან მცირე სიმაღლეებით, თხემების რბილი მოხაზულობით, ხშირად გამოიყოფიან ცალკეული გასწვრივი ტექტონიკური როფებით, აგებულია უმეტესად ნალექი (კირქვა, ფლიში, თიხაფიქალი და სხვ.)ქანებით.ხშირად გადასერილია გამჭოლი ანტეცედენტური ხეობებით. ხანგრძლივად აზევბად მთიან ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ რამდენიმე კიდური ქედი (მაგ.,ტყიანი, სუნჯის და თერგის ქედები ჩრდ. კავკასიაში).
Source: ლიფონავა, კარლო. გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. – თბ. : მეცნიერება, 2002. – 568გვ. ; 20სმ. – ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0