Rus. Каналовая стадияE. Channel stage კარსტული მღვიმის განვითარების მონაკვეთი,რომელიც ხვრელურ სტადიას მოსდევს. ხასიათდება მნიშვნელოვნად გაფართოებული წყალსადინარი სიღრუეებით, ამოვსებულია მაღალწნევიანი წყლით (წყლის განტვირთვა ხდება ზღვაში, მდინარეთა კალაპოტქვეშა კარსტულ სიღრუეებში, ხეობის ფსკერის ამგებ ფხვიერ ნაფენებში),ამ სტადიაში მღვიმე უხილავია.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.