ლა ლე ლი ლო
ლოდ ლოკ

ლოდა მთები

Rus. Глыбовые горы
E. Block mountains

რღვევების, ნასხლეტების გასწვრივ გადაადგილებული ბლოკებით შექმნილი მთები. ჩვეულებრივ ერთ-ერთი ფერდობი დამრეცია. რამდენადაც მთის მასივის აზევება წარმოებს თანდათანობით, ხოლო ეროზიული აგენტები მოქმედებენ უწყვეტად,, მთები ისვიატად წარმოადგენენ ხოლმე ერთ მთლიან სხეულს. ლოდა მთების მორფოლოგიური დიფერენციაცია გამომდინარეობს ნასხლეტთა რაოდენობიდან და მდებარეობიდან. განარჩევენ ნახევრად ჰორსტულ (სოლისებრ-ლოდა მთათა ჯაჭვი),ჰორსტულ მთათა მასივებს.სტრუქტურული თავისებურების მიხედვით განარჩევენ მაგიდა-ლოდა, ნაოჭა-ლოდა და შთენილ-ლოდა მთებს; ჰორსტ-გრაბენული მთიანეთები, რომლებიც ერთ დროს ნაოჭა მთებს წარმოადგენდნენ, დაინგრა და მოგვიანებით ბლოკური დისლოკაციებით აღდგა.

Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9