Rus. Вечная мерзлотаE. Permafrost დედამიწის ზედა ფენის ბუნებრივი გაყინვა ხანგრძლივი დროით. ზედაპირის მცირე დროით (ზაფხულში) ლღვება 0,5-4 მ სიღრმემდე. უფრო ღრმად მუდმივად მზრალი გრუნტის ფენაა. მარადიული მზრალობის ფენის სიმძლავრე ხოგჯერ 400-600 მ აღწევს (იაკუტია), გავრცელებულია სადაც წლიური საშუალო ტემპერატურა 0-ს ქვემოთაა, მოიცავს ჩრდ. ამერიკის და ევრაზიის კონტინენტთა ჩრდილო მნიშვნელოვან ნაწილს ( მთლიანად ტუნდრის ზოლი, ენისეის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიები).
Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც