Rus. Четвертичная система (период)E. Quatenary, Anthropogene ანთროპოგენი, დედამიწის გეოლოგიური ისტორიის უკანასკნელი პერიოდი, რომელიც დაიწყო 1,8 მლნ წლის წინათ და გრძელდება დღესაც. იყოფა სამ არათანაბარ ნაწილად: ეოპლეისტოცენად, პლეისტოცენად და ჰოლოცენად. მეოთხეულში დედამიწის ზედაპირის მცენარეულმა საფარმა და ცხოველთა სამყარომ თანამედროვე სახე მიიღო. მასთანაა დაკავშირებული ადამიანის ევოლუცია, დამახასიათებელია დიდი კონტინენტური გამყინვარებები, ინტენსიური ტექტონიკური მოძრაობები (განსაკუთრებით ევრაზიის ალპური დანაოჭების სარტყელში, წყნარი ოკეანის პერიფერიულ ახალგაზრდა ნაოჭა სტრუქტურებში და ცენტრალური და შუა აზიის მთათა სისტემებში).ინტენსიურად გამოვლინდა ვულკანიზმი. მეოთხეული სისტემის თავისებურებების გამო, ცალკე გამოიყო მეცნიერების დარგი - მეოთხეული გეოლოგია.
Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც