Rus. Оползень структурныйE. Structural landslide წარმოიქმნება ცალკეული ბლოკების ან მთელი სისტემის გადაადგილებით. დამეწყვრის მიზეზია ქანთა განშრევების სიბრტყე, ნაპრალთა ან ტექტონიკურ რღვევათა სისტემა.ვითარდება სრიალის ზედაპირის შექმნით ქანთა შეჭიდულობის შესუსტების არეში. ყოველი ბლოკი ინარჩუნებს თავდაპირველ აგებულებას.
Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც