აა აბ აგ ად აე ავ აზ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ ახ
ახა

ახალი გლობალური ტექტონიკა

Rus. Новая глобальная тектоника
E. New global tectonics,plate tectonics
ახალი გეოლოგიური ჰიპოთეზა, რომელიც დედამიწის ლითოსფეროს განიხილავს, როგორც მოძრავი ბლოკების სისტემას -ლითოსფეროს ფილაქნების მოძრაობას,რომელთანაც დაკავშირებელია მანტიის ნივთიერებათა დიფერენციაციის პროცესი და ოკეანური და კონტინენტური ქერქის ფორმირება. ჰიპოთეზის წარმოდგენის მიხედვით,ლითოსფეროს თითოეული ფილაქანი, კონტინენტების ჩათვლით,მოძრაობს ასტენოსფეროზე (მანტიის ზედა ფენაზე)განწევის ზონიდან საპირისპირო მიმართულებით,წელიწადში 1-დან 10 სმ-ის სიჩქარით (სპრედინგის ზონა).ზონა მიუყვება შუა ოკეანურ ქედებს, სადაც მრავალრიცხოვანი ნაპრალების მეშვეობით წარმოებს მაგმის აღმასვლა და ახალი ოკეანური ქერქის გაჩენა. მაგმის კონვექციური მოძრაობა წარმოადგენს ენერგიის იმ წყაროს,რომელიც საფუძვლად უდევს ახალი გლობალური ტექტონიკის ჰიპოთეზას.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9