ქანთა გაღუნვა, წარმოშობის პროცესში, შრეებზე გვერდითი ძალების ზემოქმედებით. შრეები გადაადგილდება ზევით ან ქვევით მთლიანობის დაურღვევლად. გაწყვეტის შემთხვევაში წარმოიშობა განაწევი ან ჩანარღვევი. არსებობს ორი სახის ნაოჭი - ანტიკლინი და სინკლინი, რომლებსაც ახასიათებთ შემდეგი ძირითადი ელემენტები: თაღი, ძირი, შარნირი (ღერძი), ღერძული სიბრტყე, თხემის ზედაპირი, ნაოჭის კუთხე.
Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც