Rus. Берег аральского типаE. Aralian cost type, Aralsk-type coast თავთხელი ტიპის ნაპირი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრება. წარმოიქმნება ზღვის ინგრესიის დროს ეოლური რელიეფის ჩადაბლებულ ადგილებში. ზღვიდან ამოშვერილი ქვიშიანი ზვინულები და ბარხანები ქმნიან კუნძულთა, ნახევარკუნძულთა, წყალმარჩხი ყურეებისა და სრუტეების ლაბირინთს. გავრცელებულია არალის ზღვის აღმ. ნაწილში, ბალხაშის ტბის სანაპიროებზე და კასპიის ზღვის სამხრ.-აღმ.ნაწილში.
Source: წყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც