ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბად ბაზ ბათ ბაი ბალ ბარ ბაქ ბახ ბაჯ

ბაქანი

Rus. Платформа
E. Platform,craton
დედამიწის ქერქის ტექტონიკურად კონსოლიდებული არე უმნიშვნელო მოძრაობებითა და ახალგაზრდა ნაფენების მცირე სისქით, ორსართულიანი აგებულების - უძველეს დანაოჭებულ კრისტალურ ქანებზე ჰორიზონტულად დალექილი ნაფენებით. ბაქნის სტრუქტურული ერთეულებია: 1.ფარი- ნაოჭა და მეტამორფიზებული ფუნდამენტის გაშიშვლებული შვერილები; 2.ფილაქანი - საკუთრივ ბაქანი,რომლის ფუნდამენტი დიდ ტერიტორიაზე გადახურულია ნალექი ქანებით;3.პერიკრატონული (პერიფერიული)დაძირვის ზონები დანალექი ქანების უფრო მძლავრი საფარით. განასხვავებენ ძველ,კემბრიუმამდელი ასაკის ფუნდამენტის მქონე (მაგ.,აღმ. ევროპის, შუა ციმბირის)და ახალ,პალეოზოური და მეზოზოური ასაკის ფუნდამენტის მქონე (მაგ.;თურანის, დას. ციმბირის) ბაქნებს.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9