Rus. Океан атлантическийE. Atlantic Ocean ფართობის სიდიდით მეორე ოკეანე დედამიწაზე (მიმდებარე ზღვებით -91,6 მლნ კმ).ფილაქნების ტექტონიკის კონცეფციის თანახმად,წარმოიქმნა ტრიასში და აგრძელებს გაფართოებას სპრედინგის შედეგად ბაზალტური მაგმის ამოღვრის ხარჯზე შუა ატლანტის ქედის ზონაში. ჩრდ. ნაწილში წარმოდგენილია შუაოკეანური ქედი, რომლის დას.-ში შექმნილია ჩრდ.ამერიკის ღრმული, ხოლო აღმ.-ში- კანარის ქვაბული; სამხრეთითატლანტის შუაოკეანურ ქედს დასავლეთით გაუყვება ბრაზილიისა და არგენტინის ქვაბულები, ხოლო აღმოსავლეთით - ანგოლისა და კაპის ქვაბულები.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების