Rus. Океаническое ложеE. Okean bed, ocean floor მსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფისა და გეოლოგიური სტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტი. უკავია დედამიწის ზედაპირის უდაბლესი ( 6-7 კმ სიღრმეები) დონეები კონტინენტთა ძირსა და შუაოკეანურ ქედებს შორის. აგებულია ოკეანური ტიპის დედამიწის ქერქით, განირჩევა თანამედროვე ვულკანიზმისა და სეისმურობის სუსტი გამოვლინებით. კონტინენტური ბაქნების მსგავსად ახასიათებს უმნიშვნელო მოძრაობა. რელიეფი წარმოდგენილია ბრტყელი აკუმულაციური ვაკეებითა და დანაწევრებული ბორცვიანი ზედაპირებით (იხ. აბისალური ვაკე). ოკეანური ქვაბულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ცალკეული ვულკანური მთებით ან ქედებით. განიერი თაღური და ბლოკური აზევებით. რელიეფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის განედური და სუბგანედური მიმართულების გიგანტურ რღვევებს, ლინეამენტებს.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების