მთის ნაგებობა, წარმოქმნილი გეოსინკლინის ადგილზე მისი განვითარების დამამთავრებელ სტადიაში (ეპიგეოსინკლინური ოროგენი) ან ბაქნის ადგილზე მისი აქტივიზაციის სტადიაში (ეპიბაქნური ოროგენი).ოროგენის ცენტრალური ნაწილი უკავია უდრეკ გრანიტულ მასას, რომლის ორსავე მხარეს სიმეტრიულად ლაგდება დანალექი და ვულკანური ქანების, დანალექი და მაგმური მეტამორფიზებული ქანების, ხოლო კიდეებზე ფლიშური ქანების ზონები.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების