ბრტყელ ზედაპირიანი ბორცვები ან დაბალი მთები შუა აზიის უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში. აგებულია მესამეული ასაკის ნალექებით, დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით და ხრამებით. მკაფიოდაა გამოხატული ფერღანის ქვაბულში და გისარის ხეობაში. მოკლებულია ქვიშებს, გააჩნია რბილი გრუნტი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200. .